თერჯოლის მუნიციპალიტეტში
რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზისა და დაზიანებული საყრდენი კედლების გასამაგრებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე, გოდოგანი–ნაგარევი–ბროლისქედის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ეწერისა და რობაქიძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა.
მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის მაგისტრალების მოწყობაც იგეგმება. მათ შორის სოფლებში: ზედა სიმონეთში, სიქთარვასში, ბარდუბანსა და მუნიციპალიტეტში მდებარე ჯაბიძის ქუჩაზე.
მიმდინარე სამუშაოები იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა და თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ დაათვალიერეს.
2018 წელს თერჯოლაში 16 პროექტის განხორციელება იგეგმება.