ქუთაისის მერიაში შეკრებილი აქციის მონაწილეებიდან ორი მათგანი შეუძლოდ გახდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობს. ექიმების თქმით, ერთ- ერთი ბენეფიციარის შეუძლოდ ყოფნის მიზეზი ეპილეფსიური გულყრაა.

 

მერიაში ბენეფიციარებისა და ვიცე-მერ იუზა უგულავას შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიის წინ სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები შეიკრიბნენ. ისინი საცხოვრებლიდან გადაყვანას არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ითხოვენ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *