ქუთაისის მერიის წინ, სოციალური საცხოვრისის მცხოვრებები შეიკრიბნენ.
ბენეფიციარები ექსპერტიზის შედეგების გაცნობასა და მერთან შეხვედრას ითხოვენ. მათივე თქმით, ქუთაისის ვიცე-მერმა იუზა უგულავამ ექსპერტიის დასკვნის შედეგი, რომელიც საცხოვრისის მდგომარეობას ასახავს, მათ სიტყვიერად, ნაწილობრივ გააცნო.
საცხოვრისის ბენეფიციარები შენობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და სხვა ფართში გადაყვანასაც მოითხოვენ.
“დავდივართ, ვეძებთ შენობებს, რადგან მერიაში გვითხრეს ალტერნატიული ფართი მოძებნეთ და გადაგიყვანთო. თავადაც კარგად იციან რა აქვთ გასხვისებული და რა არის მათს საკუთრებაში. გაგვავებინონ, რა გვეშველება. ბავშვები გვყავს ძალიან რთულ მდგომარეობაში,”- განაცხადა ბენეფიციარმა დარეჯან სანიკიძემ.
საცხოვრისში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ არსებულ სიტუაციაზე პასუხი ქალაქის ყოფილმა მერმა შოთა მურღულამაც უნდა აგოს.
ბენეფიციარები აქციებს აანონსებენ.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ვიცე-მერი იუზა უგულავა ბენეფიციარებს გაესაუბრება.