ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე
N20 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის სახურავიც რამდენიმე დღის უკან ხანძრის შედეგად დაზიანდა, გადახურვის სრული რეაბილიტაციის დაწყებამდე დროებითი გადაიხურა.
ამინდის გაუარესბის გამო სამუშაოები ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლებმა აწარმოეს. ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, რამდენიმე დღეში მოგვარდება ყველა საკითხი, რომელიც გადასახურ მასალას უკავშირდება. აღნიშნული კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების და მასალის სრულ ხარჯს ქუთაისის მერია დაფარავს.