ქუთაისში სემინარების ციკლი “კატო მიქელაძის სკოლის”

 

პირველი შეხვედრა გაიმართა. პირველი სემინარი კატო მიქელაძის ფემინისტურ, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ფემინისტმა მწერალმა, გენდერის მკვლევარმა თამთა მელაშვილმა ჩაატარა.

“კატო მიქელაძე ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი ქალი იყო ბევრი კუთხით. ის ცოდნა, რაც მის შესახებ დღეს არსებობს მწირი და შეზღუდული საარქივო მასალიდან მომდინარეობს და ასევე იმ ფემინისტური გაზეთიდან, რომელსაც ის ქუთაისში 1917 წელს გამოსცემდა. “ხმა ქართველი ქალისა” ასე ერქვა ამ გაზეთს. სხვა წყარო მისი და მისი საქმიანობის შესახებ არ გვაქვს. მგონია, რომ ნაწილი ამ ცოდნისა ქუთაისში იმალება. იმირომ, რომ ქუთაისი მისი ქალაქი იყო და შესაძლოა იყოს საოჯახო არქივებში. ამ არქივებში არა მარტო კატოს შესახებ, არამედ წარსულის ძებნა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ქუთაისელებმა მგონია, რომ უნდა ეძიონ წარსული საინტერესო და შინაარსიანი ქალაქის”,-განაცხადა თამთა მელაშვილმა.

მომდევნო სემინარი თემაზე “ქალთა ემანსიპაციის პერსპექტივები” გაიმართება, რომელსაც ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ცხადაძე გაუძღვება.
“ვფიქრობ, შემდეგი სემინარებიც, რომლებიოც ამ ციკლის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ასევე საინტერესო იქნება ყველა მსმენელისათვის.  ჩვენ შევეცადეთ გაგვეკეთებინა სემინარების ციკლი, რომელიც შეეხებოდა თითქმის ყველა მიმართულებით ქალთა საკითხებს ქვეყანაში. რა გამოცდილება არსებობს, როგორი პერსპექტივაა, როგორია ქალების მდგომარეობა. ვფიქრობ, ასეთმა მასშტაბურმა სემინარებმა გაცილებით კარგი შედეგი უნდა მოიტანოს სამოქალაქო საზოგადოებისათვის, ვიდრე ეს იყო აქამდე”,- განაცხადა პროექტის ავტორმა ლელა სებუამ.

პროექტს “სემინარების ციკლი ” “კატო მიქელაძის სკოლა” არასამთავრობო ორგანიოზაცია “განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტი (IDM)”, “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს .

პროექტის ფარგლებში ყოველკვირეული ლექციები, ფილმის ჩვენებები და სხვა კულტურული ღონისძიებები 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *