ქუთაისის მერია ახალგაზრდული ინიციატივებს კონკურს აცხადებს.
პროექტში უპირატესობა შემდეგ მიმართულებებს მიენიჭება, რომლებსაც მინი კვლევა ექნება დართული:
ა) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
ბ) არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
გ) სოციალური მეწარმეობა (ახალგაზრდა მეწარმეთა ხელშეწყობა);
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია;
ე) საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების წახალისება.
კონკურსის მიზანს ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება, საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება და ახალგაზრდობის სრულფასოვანი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
პროექტი უნდა განხორციელდეს და დასრულდეს 2018 წელს. საკონკურსო იდეის მიღების ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი. შემოსული ინიციატივების განხილვა ხდება ყოველი თვის ბოლოს მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.
დეტალები ბმულზე:http://kutaisi.gov.ge/ge/kutaisis-meria-axalgazrduli-iniciativebis-konkurss-acxadebs