ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე კორპუსი იწვის.

ცეცხლი საცხოვრებლის სახვენზე გაჩნდა. თუმცა, როგორც რადიო “ძველ ქალაქს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.

ადგილზე მუშაობს 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ვიდეო – გიორგი ეფრემიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *