ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე,
მშენებარე კორპუსისთვის 2 სართულის დემონტაჟისთვის მერია 50 ათას ლარზე მეტს გადაიხდის. ტენდერი 70 ათას 828 ლარზე იყო გამოცხადებული. სატენდერო წინადადების მიღება 31 მაისს დასრულდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შ.პ.ს “ლ.ს.ნ” -მა მიიღო.
კომპანია მზადაა სამუშაოები 50 ათას 777 ათას ლარად შეასრულოს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეთავაზების შეფასება.
შეგახსენებთ, შვიდსართულიანი შენობის ორი სართულის დემონტაჟი იძულების წესით მოხდება. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ თამარ მეფის ქ. #10/12-ში მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელ კორპუსზე 2 სართულის დამატება უნებართვოდ მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა მშენებელი მერიის გადაწყვეტილებას.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სანაბერთვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის დემონტაჟის სამუშოები უნდა განხორციელოს 2018 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ფოტო: http://newpress.ge