ქუთაისში სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში
საფეხმავლო კიბეებისა და ბილიკების მოწყობა დაიწყება. ქუთაისის მერიას სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. 1000 ლარიანი ტენდრი შ.პ.ს “ნუევამ” მოიგო და მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება.
კომპანიამ უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, ი.პეტრიწის ქუჩის მე-2 შესახვევიდან ი.პეტრიწის მე-4 შესახვევამდე მდებარე საფეხმავლო კიბის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა ჩაატაროს. ამავე ადმინისტრაციულ ოლქში ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარნოვის ქუჩამდე საფეხმავლო კიბის აღდგენა რეაბილიტაციის სამუშაოები შეასრულოს, ასევე მას ევალება ქალაქ-მუზეუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, გაპონოვის ქუჩა N57-59-თან მისასვლელი: საფეხმავლო კიბის აღდგენა-რეაბილიტაცია, კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში: წერეთლის N179- სა და წერეთლის N181 შორის დეპოს ქუჩამდე – საფეხმავალო ბილიკის მოწყობა ბეტონის საფარით, ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში: დეპოს ქუჩიდან ბალანჩივაძის ქუჩამდე საფეხმავლო კიბის აღდგენა- რეაბილიტაცია.
კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს.