გამოფენები, ევროკავშირის ქვეყნების კუთხეები
და საბავშვო სივრცე- ქუთაისში ევროკავშირის დღეს აღნიშნავენ. ღონისძიებები 16 საათზე დაიწყო და ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ამ დრომდე გრძელდება.
ევროპის დღე ევროკავშირის წევრ და წევრობის მსურველ ქვეყნებში ყოველწლიურად აღინიშნება.
იტალიის, საბერძნეთის, ლიტვის, ლატვიის, ესპანეთისა თუ ევროპის სხვა ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მიღება და პრიზების მიღება ევროსოფელში იყო შესაძლებელი. ევროსოფელში მოსახვედრად ჯერ სპეციალური დოკუმენტის მიღება და ევროკავშირის ბეჭედი იყო საჭირო. ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენელბის კითხვებზე პასუხით კი მოქალაქეებს სპეციალური პრიზის მიღება შეეძლოთ.
“ევროპის დღეები 2018” 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.