სამტრედიაში გარევაჭრობის აღსაკვეთად სამუშაო ჯგუფი იქმნება.

მასში ჩაერთვება ქალაქის ტერიტორიული ორგანო, სურსათის უვნებლობის სააგენტო და პოლიციასთან მაქსიმალური თანამშრომლობის საფუძველზე პრობლემა უნდა მოწესრიგდეს. ჭანტურიასა და ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებულ გარე მოვაჭრეებს ბაზრის ადმინისტრაცია ალტერნატიულ ფართს ბაზარში სთავაზობს. ქალაქის მერის განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაცი მზადაა მისი თხოვნით გარემოვაჭრეებზე შეღავათები დააწესოს.

,,მაქსიმალურად უნდა დაგვიდგეს მხარში, ყველა ორგანო ვისაც შესაძლებლობა აქვს აღნიშნული პრობლემის მოგვარების. მთავარია , რომ მოქალაქეებს არ შეექმნათ დისკომფორტი და გარე ვაჭრობის საკითხი სამტრედიაში ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობიანად და ცივილური გზით მოგვარდეს. ბაზრის ადმინისტრაცია ჩვენი თხოვნით მზად არის მათზე განსაკუთრებული შეღავათები დააწესონ. თითეულმა გარე მოვაჭრემაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შევიდეს ბაზრის შიგნით ტერიტორიაზე, სადაც ცივილურ პირობებში ექნებათ საშუალება მოახდინონ პროდუქტის რეალიზაცია.” – აცხადებს სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *