ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა ლელა გვიშიანმა ქუთაისში,

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობისა და უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების შესახებ ისაუბრა.

გვიშიანის თქმით, საარსებო შემწეობის მომთხოვნ პირთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. სახელმწიფო პროგრამაში მოხვედრა კი ხშირ შემთხვევაში დასაქმების დემოტივირებას უწყობს ხელს.

“სოციალური პროგრამები სიღარიბისაგან თავის დაღწევას არ ემსახურება და მხოლოდ ფულადი ბენეფიტის გაცემით სახელწმიფო სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვერ გააძლიერებს,”-განაცხადა გვიშიანმა.

გვიშიანი მიიჩნევს, რომ სოციალური პროგრამების დაგეგმვისას ხელისუფლება მუნიციპალიტეტებში არსებულ რეალურ პრობლემებსა და გამოწვევებს ვერ ხედავს. თავის მხრივ არც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებია შედეგის მომტანი.

ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქე უსახლკაროდ დარჩენის რისკებისაგან უნდა დაიცვას. მატივე განმარტებით, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანების მიერ სხვადასხვა ობიექტების საცხოვრებლად უნებართვოდ გამოყენებაში მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულს ხედავს, რეალურად კი ეს მოქალაქისათვის თვითგადარჩენის ერთადერთი გზაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *