32 წლის მაღაროელმა, ალექსანდრე დეკანოიძემ თავის არეში დაზიანებები მიიღო.
დეკანოიძე ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
“ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, მაღაროელი გვირაბის გამაგრებულ ნაწილში იდგა. მათივე თქმით, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
კოროხნალის მაღაროში შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.