21 მაისს, ქუთაისში RICDOG ენერგიის დამზოგავ ველოსიპედს დადგამს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ველოსიპედის პრეზენტაციასთან ერთად, ირაკლი ჯულაყიძის საჯარო ლექცია თემაზე: “როგორ ვიცხოვროთ მწვანე ქალაქში” გაიმართება.

“პროექტის მიზანია, შექმნას სივრცე, სადაც თემს შესაძლებლობა ექნება გამოხატოს თავისი მოსაზრებები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. გვინდა, მოსახლეობამ დაინახოს ალტერნატიული ენერგოსაშუალებების მაგალითები და დაფიქრდნენ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა საშუალებებზე,”-აცხადებენ ორგანიზაციაში.

პროექტი “СhargingEcoSpace” 350.org-ისა და გლობალური მწვანე გრანტების ფონდის მხარდაჭერით RICDOG-ის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ხორციელდება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *