ქუთაისში მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებს საჩუქრად 1000-1000 ლარი გადასცეს.
საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმში ვეტერანებისათვის ღონისძიებაც მოეწყო, რომელსაც ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარიაც დაესწრო.
“როგორც ჩვენთვის, ასევე მთელი მსოფლიოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებას ვულოცავ საქართველოს. ვეტერანებს 1000-1000 ლარს ყოველწლიურად გადავცემთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება,”-განაცხადა ჭიღვარიამ.
ამჟამად ქუთაისში 21 ვეტერანი ცხოვრობს.
“მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ომის ვეტერანებს. წელიწადში ერთხელ მოდის დღესასწაული და ამ ადამიანების ერთად ნახვის საშუალება სწორედ 9 მაისს გვაქვს. დარჩენილნი არიან ძალიან ცოტანი და მინდა, რომ ამ ადამიანებს მოუმატონ პენსიები,”-განაცხადა ვეტერანთა კავშირის წევრმა რომან კოვზაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოში 73-ედ აღინიშნება.