ტყიბულში სოლიდარობის აქცია გაიმართება.
9 მაისს 1 წელი სრულდება 4 ტყიბულელი მეშახტის ტრაგიკული გარდაცვალებიდან. ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფი სლოგანებით: სოლიდარობა დაღუპულთა ოჯახებს!, სოლიდარობა მეშახტეებს!, სოლიდარობა ტყიბულს! შეიკრიბება.
“ტყიბული მდიდარი ქალაქია, რომელსაც სიღარიბეში აცხოვრებენ. მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია ის არის, რომ ბიზნესის თავგასულობას ეწირება ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე – ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და თანაქალაქელების სიცოცხლე. ცალ-ცალკე ჩვენი დამარცხება ადვილია. გამოსავალი ერთიანობასა და სოლიდარობაშია,”-აცხადებენ ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები.
აქცია 9 მაისს, 17:00 საათიდან, ტყიბულის მერიის წინ დაიწყება.
“აქციის მთავარი მზიანია რომ ამბავი, რომელიც ერთი წლის მოხდა, არავის დაავიწყდეს. ჩვენს ქალაქში წლიდან წლამდე არაფერი იცვლება. არაფრის მოთხოვნას ვაპირებთ, გვინდა, გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს სოლიდარობა გამოვუცხადოთ, რათა ხვალ იგივე მდგომარეობაში ჩვენი ოჯახი არ ჩავარდეს,”-განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ირაკლი ვარსიმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. მინდელის სახელობის შახტში 6 მუშა დაიღუპა და 3 დაშავდა.