ქუთაისში მდინარე ოღასყურას კალაპოტის მოსაწესრიგებლად
ტენდერი განმეორებით გამოცხადდა. ჯავახიშვილის ქუჩიდან №32 საჯარო სკოლამდე კალაპოტის მოსაწყობად ისევ 582 ათას 1 ლარია გამოყოფილი. პირველად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არცერთ კომპანიას არ გამოუთქვამს.
“ქალაქ ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩიდან #32 სკოლამდე მდინარე ოღასკურას კალაპოტის კაპიტალურად მოწყობისათვის საჭიროა მოხდეს მდინარის ფსკერიდან დაგროვილი ქვიშაღორღის ამოწმენდა შემდგომში გვერდების შესავსებად, საჭიროა ბეტონის ძირის ქვეშ მოეწყოს 20-40 მმ ფრაქცია ღორღი დატკეპვნით, ჩამოისხას მდინარის ძირი ბეტონით ჰ-20 სმ რომელსაც გვერდებზე გაუკეთდება არმატურის დ-10 მმ ნაშვერები რომელზედაცშემდგომ აიწყობა არმატურის ბადე დ=10 მმ, უნდა ჩამოისხას ბეტონის კედლები სისქით 25 სმ, რომელსაც შემდგომ უნდა წაეცხოს ბიტუმის ემულსია, ბეტონის კედლებს ზემოთ უნდა დაიყაროს ამოღებული ქვიშა-ღორღი და გაკეთდეს ფერდოები, პკ-0+00-3+50 უნდამოეწყოს ლითონის მოაჯირები, არსებული რკ/ბეტონის ფილები სადაც დაზიანებული არის უნდა შესწორდეს და ღრეჩოები უნდა შეივსოს ქვიშა ცემენტის ხსნარით.”- წერია განმარტებით ბარათში.
სამუშაოების შესრულების დროს, გარემოს დაცვის სამსახურის ნებართვის გარეშე სამუშაოს სიახლოვეს იკრძალება მრავალწლიანი ხეების და ნარგავების მოჭრა ან განადგურება.
სატენდერო წინადადებებით მიღება 20 მაისს იწყება და 25 მაისს მთავრდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მდინარის კალაპოტი ხელშეკრულების დადებიდან 1 წელიწადში უნდა მოაწესრიგოს.