სურსათის ეროვნულმა სააგებტომ წყალტუბოს
მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები მიმდინდარეობს. სოფლებში: ცხუნკური, ფარცხანაყანევი, საყულია, პირველი წყალტუბო, მუხიანი, გვიშტიბი შეწამლითი სამუშაოებ 4 მაისს დაიწყო.
“სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს მოსახლეობის წინასწარ ინფორმირებას მიმდინარე წამლობით სამუშაოებთან დაკავშირებით.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იმ ადგილებში, სადაც ფუტკრის სკებია განლაგებული, წამლობა ტარდება საღამოს საათებში.”- წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
კომპანია “აგრიჯორჯიას” მოწვევით საქართველოში ჩამოსული წამყვანი იტალიელი სპეციალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნენ. შტაბის წარმომადგენლებმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, მოქმედი მონიტორინგის სისტემა და ის ტექნიკური შესაძლებლობები გააცნეს, რომლებიც მიმდინარე წელს მავნებლის საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. ტურინის უნივერსიტეტის პროფესორმა ლუჩანო ტაველამ დადებითად შეაფასა შტაბის საქმიანობა და აღნიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მნიშვნელოვანია.