ქუთაისში, საბრძოლო დიდების მუზემში,
ქართული არმიის დღე აღნიშნეს. ღონისძიებაზე ქართული სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანები იყვნენ მიწვეულნი. საქართველოს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა ქუთაისის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და კადეტთა ლიცეუმის კურსანტებმა მიიღეს.
მათ სტუმრებს არმიის დღე პატრიოტული სიმღერებითა და ლიტერატურული კომპოზიციით მიულოცეს. ღონისძიებას დაესწრო და ქართული არმიის 27-ე წლისთავი მიულოცა ქართული სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანებს ა(ა)იპ “ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ” მმართველმა რევაზ თედორაძემ.
ქართული არმიის დღე საქართველოში 1991 წლის 30 აპრილიდან აღინიშნება. ამ დღეს ქართულ არმიაში ოფიციალურად პირველად დაიწყო წვევამდელთა გაწვევა. წელს ქართული არმიის შექმნის დღიდან 27 წელი შესრულდა.