ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის საქმის

 

არსებითი განხილვა დაიწყო. მოსამართლე ბრალდების მხარის 2 მოწმეს დაკითხავს. შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო პროცესზე მერაბ კვირიკაშვილის მეგობარი დაიკითხა, რომელიც შემთხვევის დროს კვირიკაშვილის ავტომანქანაში იმყოფებოდა.

2016 წლის 21 ივლისს, სამტრედია ქუთაისის შემოვლით გზაზე, მსუბუქი მარკის ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ერთ-ერთს მერაბ კვირიკაშვილი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.
კვირიკაშვილს ბრალი 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული ითვალისწინებს 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *