ქუთაისში, “გვირილობის” დღესასწაულზე დათო ტურაშვილი საჯარო
ლექციას გამართავს. ლექცია 2 მაისს, 15:30 საათზე, პირველ საჯარო სკოლასთან მოეწყობა. ასევე, დაგეგმილია გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაციის ჩატარება.
პირველი სკოლის წინ წიგნებიც გამოიფინება. მსურველებს მათი შეძენაც შეეძლებათ.
ქუთაისში, “გვირილობის” დღესასწაულზე დაგეგმილი სხვა ღონისძიებების ჩამონათვალიც უკვე ცნობილია.