ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილე ნინო
თვალთვაძესთან ერთად, world vision-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ორგანიზაციისთვის ადგილის გამოყოფის საკითხზე ისაუბრეს, სადაც მიუსაფარ ბავშვთა თემატიკაზე ინსტალაცია გაკეთდება ან ბანერი განთავსდება.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და ურთიერთ თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდნენ.
ქუთაისში, მონპლაზირის თაღთან მიუსაფარ ბავშვთა თემატიკაზე შექმნილი სტენსილები დედა ენის თემატიკაზე შექმნილმა ნამუშევრმა ჩაანაცვლა. მაშინ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა, რომ ბანერები ქალაქში აუცილებლად განთავსდებოდა.