ქუთაისში გაფიცული ტაქსის მძღოლები მერიასთან შეიკრიბნენ.
ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მძღოლები კერძო კომპანიაში “მაქსიმი” არიან დასაქმებული და კომპანიისგან ტარიფის გაზრდას მოითხოვენ.
გაფიცული მძღოლები კომპანიის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ შეტყობინებები მიუვიდათ. თუ სამუშაოს 2 საათის განმავლობაში არ დაუბრუნდებიან ხელშეკრულებებს შეუწყვეტენ.