საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭება.

 

ჩამონათვალში იმერეთის რეგიონიდან საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლიჩი; ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლები მელუშეეთი, ბეგიაური, მანდაეთი და წყალშავი; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები მზვარე, ჩრდილი და გედსამანია; ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანი და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხურა მოხვდნენ.

მაღალმთიანი დასახლებებისა და მათი მოსახლეობისათვის საქართველოს მთავრობას გარკვეული ტიპის შეღავათები აქვს დაწესებული. მათ შორის 77 973 ოჯახმა ისარგებლა მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *