ხვალიდან, 21 აპრილიდან, ქუთაისში გარევაჭრობის

აკრძალვის მეორე ეტაპი იწყება. მერიის ინფორმაციით, გარემოვაჭრეთაგან ჭავჭავაძის ქუჩას გაასუფთავებენ. როგორც აცხადებენ, მათთვის ბაზრობები ფართებს გამოყოფენ, სადაც ვბაჭრობის გაგრძელება შეეძლებათ. თავად გარემოვაჭრეები მერიის ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობიან და ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ დახლებს არ დათმობენ. რადიო “ძველი ქალაქი” გარემოვაჭრეებთან მოქალაქეებსაც გაესაუბრა. როგორც ამბობენ, მათ დახლებისგან თავისუფალი ჭავჭავაძის ქუჩა მოეწონებათ, თუმცა გარემოვაჭრეების ბედიც აინტერესებთ. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *