რა ხერხები შეიძლება გამოვიყენოთ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას, როგორ უნდა შევამციროთ მავნებლისგან მოსალოდნელი ზიანი
და დავიცვათ სხვადასხვა კულტურის მოსავალი – ამ და აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ქალაქ ფოთის მაცხოვრებლების შეკითხვებს უპასუხეს. უწყების თანამშრომლები ამბობენ, რომ მსგავსი სახის შეხვედრები სისტემატურ ხასიათს მიიღებს, რადგან მავნებელთან ბრძოლისას მოსახლეობის ინფორმირებულობა და ჩართულობა აუცილებელია.მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში – სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გავრცელებულია მავნებელი, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით 110 ათას ჰექატრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთი და დიდი მასივები შეიწამლა.
ზაზა ღადუა – მოქალაქე
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.