ქუთაისში, ცენტრალურ ბულვარში მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი უეცრად, სავარაუდოდ გულის შეტევის გამოა დაღუპული.
ამ დროისათვის მამაკაცის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, მიმდინარეობს ოჯახის წევრებისა და ახლობლების მოძიების პროცესი.
ადგილზე შსს-სა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ.