ქუთაიში მდინარე ორასყურას კალაპოტის მოწესრიგება იგეგმება.
შესაბამისი ტენდერი მერიამ გამოცხადა. ჯავახიშვილის ქუჩიდან №32 საჯარო სკოლამდე კალაპოტის მოსაწყობად 582 ათას 1 ლარია გამოყოფილი.
“ქალაქ ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩიდან #32 სკოლამდე მდინარე ოღასკურას კალაპოტის კაპიტალურად მოწყობისათვის საჭიროა მოხდეს მდინარის ფსკერიდან დაგროვილი ქვიშაღორღის ამოწმენდა შემდგომში გვერდების შესავსებად, საჭიროა ბეტონის ძირის ქვეშ მოეწყოს 20-40 მმ ფრაქცია ღორღი დატკეპვნით, ჩამოისხას მდინარის ძირი ბეტონით ჰ-20 სმ რომელსაც გვერდებზე გაუკეთდება არმატურის დ-10 მმ ნაშვერები რომელზედაცშემდგომ აიწყობა არმატურის ბადე დ=10 მმ, უნდა ჩამოისხას ბეტონის კედლები სისქით 25 სმ, რომელსაც შემდგომ უნდა წაეცხოს ბიტუმის ემულსია, ბეტონის კედლებს ზემოთ უნდა დაიყაროს ამოღებული ქვიშა-ღორღი და გაკეთდეს ფერდოები, პკ-0+00-3+50 უნდამოეწყოს ლითონის მოაჯირები, არსებული რკ/ბეტონის ფილები სადაც დაზიანებული არის უნდა შესწორდეს და ღრეჩოები უნდა შეივსოს ქვიშა ცემენტის ხსნარით.”- წერია განმარტებით ბარათში.
სამუშაოების შესრულების დროს, გარემოს დაცვის სამსახურის ნებართვის გარეშე სამუშაოს სიახლოვეს იკრძალება მრავალწლიანი ხეების და ნარგავების მოჭრა ან განადგურება.
სატენდერო წინადადებებით მიღება 25 აპრილს იწყება და 30 აპრილს მთავრდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მდინარის კალაპოტი ხელშეკრულების დადებიდან 1 წელიწადში უნდა მოაწესრიგოს.