ქუთაისის მერიამ ,,სოციალური ღონისძიებების” პროგრამის ფარგლებში,
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის სასურსათო ნობათების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. სატდენრტო დოკუმენტაციის მიხედვით, სულ 1785 ცალი ნობათი დარიგდება.
ნობათის შემადგენლობა ასეთია:
ნობათის შესაძენად 49 ათას 980 ლარი იყო განკუთვნილი. ტენდერი 44 ათას 442 ლარად და 93 თეთრად შპს “ტენდერ 123″– მა მოიგო. აღნიშნული კომპანია ბოლო რამდენიმე წელია ტენდერში რეგულარულად იმარჯვებს. სააღდგომო ნობათი შპს “ტენდერ 123”-მა 2017, 2016 , 2015 წლებშიც დაარიგა.
გარდა ამისა 2017 წელთან შედარებით, წელს ნობათის მიმღებთა რაოდენობა შემცირებულია. 2017 წელს 2 ათას 785 ბენეფიციარისთვის ნობათის გადასაცემად 77 030.8 ლარი იყო გამოყოფილი.
შპს “ტენდერ 123”-მა ბენეფიციარებს პროდუქტი 2 აპრილიდნ 5 აპრილის ჩათვლით უნდა მიაწოდოს.