ავიაკომპანია “ვიზეარი”
რიგადან ქუთაისის მიმართულებით პირველ რეისს 25 მარტს შეასრულებს.
ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდან კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად 2012 წელს განახლდა და წარმოადგენს პირველ საერთაშორისო აეროპორტს რეგიონში, რომელიც ორიენტირებულია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზე.