ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში
ხეების დარგვის აქცია მოეწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების ჩართულობით 200-მდე მუხის, კოპიტისა და წიწვოვანი სახეობის ნერგები დაირგო. იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა ხეები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად დარგეს.
“დღეს კიდევ ერთი ტერიტორია გავამწვანეთ. ჩავრთეთ ადგილობრივი მოსახლეობა, ბავშვები,რომლებიც ყველაზე კეთილები არიან. მაქსმალურად ვცდილობთ მიტოებული ტერიტორია არ დარჩეს და გავამწვანოთ.”- განაცხადა იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა