ზესტაფონის მუნიციპალიტეტში,
სოფელ ქვედა საქარაში ფეროშენადნობთა საწარმოს მოწყობა იგეგმება.
შპს “ლელიკო” ის კომპანიაა, რომელიც 2018 წლის 26 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსადმი წარდგენილი #2367 განცხადებით მშენებლობის ნებართვა მოითხოვა. შპს 2017 წელს ზესტაფონში, ჯორჯაძის ქუჩა #10-ში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის დირექტორიც ლელი ზიბზიბაძეა.
ტეროტირია, სადაც საწარმო უნდა მოეწყოს, ასევე ლელი ზიბზიბაძის საკუთრებაა. უახლოეს მოსახლემდე დაშორება 430 მეტრია. 710 მეტრით კი დაშორებულია მდინარე ყვირილა.
აღსანიშნავია, რომ სასაწყობე შენობების მშენებლობა უკვე განხორციელებულია, რაზეც 2016 წელს გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა #42.
ტექნიკური პირობების მიხედვით საწარმომ 24 საათი უნდა იმუშაოს.
იმავე სკოინგის ანგარიშში, რომელიც შპს “სამნი”-ს მიერ არის შესრულებული და შპს “ლელიკო”-ს მიერ წარდგენილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საუბარია დაგეგმილი საქმიანობის შედეგად გარემოში შემდეგი მავნე ნივთიერებების გამოფრქვევაზე, როგორიცაა: არაორგანული მტვერი, ალუმინის, კალციუმის, მაგნიუმის ოქსიდები, მანგანუმის, სილიციუმის დიოქსიდები.
წყარო: Zestafoni.ge