ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.
მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,სამოქმედო გეგმაში 45 ინფრასტრუქტურული პროექტია გაწერილი, რომელთა საერთო ღირებულება 14 101 270 ლარს შეადგენს.
გთავაზობთ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალს.
დაბა ხარაგაულში ქუჩების, ჩიხების რეაბილიტაცია და არხების გაწმენდა (მეორე ეტაპი) – 209 140 ლარი;
სოფელ ღარიხევის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 464 419 ლარი;
სოფელ ლახუნდარის (ქვედა ლახუნდარა, ეკლესიის უბანი) ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 200 448 ლარი;
სოფელ ქროლის გზის რეაბილიტაცია 258 099 -ლარი;
სოფელ ვაშლევის გზის რეაბილიტაცია (გაღმა ვაშლევი) – 131 450 ლარი;
სოფელ საქასრიაში რკინის ხიდის უბანში გზის რეაბილიტაცია – 177 253 ლარი;
სოფელ ხონის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 161 879 ლარი;
სოფელ უბისაში ძინძიბოურის უბანში გზის რეაბილიტაცია – 139067 ლარი;
სოფელ ვარძიაში პირველი უბნის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 106 186 ლარი;
სოფელ ვარძიაში მესამე უბნის გზის რეაბილიტაცია – 241 477 ლარი;
სოფელ სერბაისის გზის რეაბილიტაცია -161 350 ლარი;
სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზების რეაბილიტაცია (გაბეხაძეების უბნის 1 800 მ, საბავშვო ბაღის გზის 800 მ და ბუდიანეთის ცენტრალური გზა 1500) – 687 385 ლარი;
სოფელ ვახანის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 139 081 ლარი;
სოფელ ნუნისის გზის რეაბილიტაცია ხიდიდან მონასტრამდე – 311 444 ლარი;
სოფელ საქარიქედის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) -125 400 ლარი;
სოფელ თეთრაწყაროს გზის რეაბილიტაცია – 370 542 ლარი;
სოფელ კიცხში ავალიშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია – 150202 ლარი;
სოფელ ბორის გზის რეაბილიტაცია – 421975 ლარი;
სოფელ ლაშის იგორეთში პაქსაშვილების და კვირიკაშვილების უბანში გზის რეაბილიტაცია – 416 053 ლარი;
სოფელ ლაშეში (არჯევანიძეების უბანი) გზის რეაბილიტაცია- 205 811 ლარი;
სოფელ ლაშეში (ზედა ლაშე) გზის რეაბილიტაცია – 235 061 ლარი;
სოფელ უჩამეთის გზის რეაბილიტაცია – 129 401 ლარი;
ლეღვან-მარელისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 494 306 ლარი;
სოფელ მარელისში კაპნარი-კელასოურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – 332 852 ლარი;
სოფელ ქვების გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 145 000 ლარი;
სოფელ დეისის გზის რეაბილიტაცია – 451 208 ლარი;
სოფელ ნადაბურის გზის რეაბილიტაცია – 1 027 502 ლარი;
სარგვეში-საბეს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – 723 190 ლარი;
სოფელ საღანძილეში გზის რეაბილიტაცია – 180 300 ლარი;
სოფელ ფარცხნალში ბარის უბანში გზის რეაბილიტაცია; 137 806 ლარი;
სოფელ ახალსოფელში გზის რეაბილიტაცია – 144 416 ლარი;
სოფელ ღორეშაში საუბნო გზების რეაბილიტაცია (იჩქიტიძეების უბანი, კაპანაძეების უბანი, მჭედლიძეების უბანი) – 299 676 ლარი;
სოფელ გოლათუბნში სხვერის სადგურის უბნის და ჩიხის უბნის გზის რეაბილიტაცია – 245 100 ლარი;
სოფელ გრიგალათის გზის რეაბილიტაცია – 261 027 ლარი;
სოფელ ხიდარში საუბნო გზების რეაბილიტაცია (გლუნჩაძეების უბნის 0.5კმ შარიქაძეების უბნის 1კმ და ჯორტების უბნის 1კმ) – 345 011 ლარი;
სოფელ ხუნევში კალოს უბნის გზის რეაბილიტაცია – 149 441 ლარი;
სოფელ ვერტყვილაში ბლიაძეების და გოგიაშვილების უბანში გზის რეაბილიტაცია – 159 724 ლარი;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის სიტემების მოწყობა – 600 000 ლარი;
დაბა ხარაგაულში სკვერების რეაბილიტაცია – 1 000 000 ლარი;
დაბა ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია – 1 000 000 ლარი;
დაბა ხარაგაულში ხელოვნურსაფრიანი მოედნის მოწყობა – 300 000 ლარი;
ლაშის ა/ერთეულში საუბნო გზების რეაბილიტაცია (მანჯავიძეების და ცისკაძეების უბნი, მაჭავარიანების უბანი) – 200 000 ლარი;
ბაზალეთის ა/ერთეულში საუბნო გზების რეაბილიტაცია (ნანიტაშვილების უბანი) – 10 000 ლარი;
ხუნევის ა/ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა – 200 000 ლარი;
სოფელ მოლითის გზის რეაბილიტაცია – 161 588 ლარი;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესაძლოა ჩამონათვალში ცვლილება შევიდეს.