სასწრაფო სამედიცინო დამხარების ქალბატონ
თანამშორმლებს ქუთაისში ქალტა საერთაშორისო დღე მიულოცეს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ საკრებულოს სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარესთან, მამუკა რიჟამაძესთან ერთად მათ 8 მარტი მიულოცა.
” დღევანდელი დღე მივულოცეთ იმ ქალბატონებს, რომლებიც 24 საათან რეჟიმში დგანან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ესენი არიან ქალბატონები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად პირნათლად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენი მხრიდან ნამდვილად დასაფასებელია მათი მუხლჩაუხრელი შრომა და ღვაწლი.”-აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ.
ფოტო: ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახური