ქუთაისელებმა ქალაქში
განთავსებულ სპორტულ ტრენაჟორებს დამატებითი ფუნქცია მოუძებნეს. როგორც აღმოჩნდა, ადგილი გამოსადეგია მეგობრული შეკრებებისა და საუბრისათვის.
ქუთაისში სპორტული ტრენაჟორები 7 ლოკაციაზეა განთავსებული. აღნიშნული ადგილების მოწყობაზე ზრუნვა ქუთაისის მერიამ 2016 წლიდან დაიწყო.