უხვი ნალექის გამო ქუთაისში,
დუმბაძის ქუჩაზე, მეორე სამშობიაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.
ასევე, დატბორილია წერეთლის ქუჩა და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ადგილები.
როგორც ა(ა)იპ “სპეციალურ სერვისებში” განმარტავენ, სამუშაოები გადაუღებელი წვიმის გამო დილიდან დაიწყო. მათივე თქმით, “სპეციალურმა სერვისებმა” ღელეები და არხები წერეთლის ქუჩაზე უკვე გაწმინდა.