საიას ქუთაისის ფილიალს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
თანამდებობაზე ზაალ გორგიძე დღეს ოფიციალურად წარადგინეს.
“მხვდა წილად პატივი, წარმომედგინა ახალი თავმჯდომარე. ასევე, მისი მოადგილე. გარდა ამისა, ფილიალმა მადლობა გადაუხადა ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი სანტურიანს,”-განაცხადა საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ.
საიას ახალი ხელმძღვანელის განმარტებით, ორგანიზაცია მოქალაქეებს დახმარებას ჩვეულ რეჟიმში გაუწევს.
“საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარეობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ბევრი გამოწვევა არსებობს ჩვენს რეგიონში. საია ისევე, როგორც წლების განმავლობაში, გააგრძელებს მოქალაქეთა უფლებების დაცვას. რეგიონში პრობლემებია ძალადობის, ეკოლოგიის, შრომითი უსაფრთხოებისა და სოციალური კუთხით. საია ყოველთვის მზადაა, დახმარების ხალი გაუწოდოს თოთოეულ მოქალაქეს,”-განაცხადა გორგიძემ.
ზაალ გორგიძე საიას ქუთაისის ფილიალის მე-12 ხელმძღვანელია. გორგიძემდე აღნიშნული თანამდებობა გიორგი სანტურიანს სამი წლის განმავლობაში ეკავა.