ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე საცხოვრებელ
სახლში ხანძარი იყო. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცის სახლში ხანძარი სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა. როგორც სახანძრო სამსახურში რადიო “ძველ ქალაქს” განუცხადეს ცეცხლის ლოკალიზება მეზობლემბა თავად შეძლეს და სახანძროს გამოძახება გააუქმეს, თუმცა ბრიგადა ადგილზე მაინც მივიდა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა.