უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტში რეისები გადაიდო.
შეცვლილი გრაფიკი შეეხო ავიაკომპანია ვიზეარის რეისს W66402 კავალა – ქუთაისი, რომლის ქუთაისში ჩამოფრენის სავარაუდო დრო 13:30 სთ-ია.
ასევე, გვიან შესრულდება ავიარეისი W66403 ლარნაკას მიმართულებით. სავარაუდო გაფრენის დრო 14:15 სთ, ხოლო ჩაფრენის 14:10 სთ-ია. რაც შეეხება ლარნაკადან რეისი ჭ66404-ს, სავარაუდოდ, ფრენა 14:45 სთ-ზე განხორციელდება, ჩამოფრენის სავარაუდო დრო კი 18:30 საათი იქნება.
კიდევ ერთი ცვლილებაა ავიარეისსზე მემინგენის მიმართულებით. ავიარეისი W66404 , სავარაუდოდ, შესრულდება 19:15 სთ-ზე. მემინგენიდან გამოფრენის დრო 20:35 სთ-ია, ხოლო ქუთაისში რეისი W66410 ჩამოფრინდება 03:35 სთ-ზე.