საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდ ჯიხაიშში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდ ჯიხაიშში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. "ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.თ. და 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 14 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, საიდანაც ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ფული, ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ"- წერია შსს-ს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნიღბები, დანები და საბრძოლო მასალა ამოიღო.

ნივთმტკიცებად ამოიღეს ერთ-ერთი ლომბარდიდან ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ოქროს სამკაულები.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რუსთაველის ხიდის რეაბილიტაცია 120 000 ლარი დაჯდება.
16:55 / 20.07.2018
რუსთაველის ხიდის რეაბილიტაცია 120 000 ლარი დაჯდება.
მონიტორინგის შედეგების გაცნობის შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
12 სოფელში,
16:03 / 20.07.2018

მონიტორინგის შედეგების გაცნობის შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში,

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე,
14:34 / 20.07.2018
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ზესტაფონში, ავტომაგისტრალზე მდებარე ობიექტები შეამოწმა.
13:46 / 20.07.2018
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზესტაფონში, ავტომაგისტრალზე მდებარე ობიექტები შეამოწმა.
ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს
22:51 / 17.07.2018
პოლიტიურმა პარტიებმა პრეზიდენტობის კანდიდატად
ქუთაისში რუსთაველის ხიდი რეაბილიტირდება
15:48 / 13.07.2018
ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ქუთაისის მერია: მაღალჩინოსნების დეკლარაცია კანონის მოთხოვნების შესაბამისადაა შევსებული
13:18 / 13.07.2018
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას" ეხმაურებიან.
ვალუტა
EUR
EUR
2.8436
TRY
TRY
0.5080
USD
USD
2.4417
«« ივლისი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 18 - 31 °C
img
ქუთაისი 19 - 28 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img