2010 წელს, საქართველო ე.წ. “ქაღალდის ტენდერებიდან”
ელექტრონულ წარმოებაზე გადავიდა. რაც იმას ნიშნავდა, რომ მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო კორუფციის რისკი.
შეიძლება ითქვას, რომ 2010 წლამდე არსებული “ქაღალდის ტენდერები” კორუფციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. რეფორმების ამოქმედების შემდეგ კი, როდესაც სისტემა ელექტრონული გახდა, რის შედეგადაც კორუფციის რისკები მინიმუმამდე შემცირდა.
მიუხედავად ცვლილებისა, ახლა უკვე “გამჭვირვალე ტენდერები” კვლავ რჩევა კორუფციის რისკის შემცველად. არის შემთხვევები, როდესაც კომპანიების შექმნა სპეციალურად ამა თუ იმ ტენდერებისათვის ხდება ან გამარჯვებული კომპანია “შემსყიდველის” ახლო მეგობარი, ნათესავი, ოჯახის წევრია.
ასოცირების 2014-2016 წლების დღის წესრიგის განხორციელებისას მიიღეს რამდენიმე დადებითი ცვლილება საქართველოს ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში.
2015 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი. ამ ცვლილებების თანახმად, გაუმჯობესდა მამხილებელთა დაცვისა და ყოფილი თანამდებობის პირთა დასაქმების რეგულაციები. რაც მთავარია, ჩამოყალიბდა საჯარო მოხელეთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების კონტროლის სისტემა. ეს ცვლილებები საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებში გამჭვირვალობითა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ეფექტურად განხორციელდება პრაქტიკაში.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა არადეკლარირებული კავშირები ბიზნესთან
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევა
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება იყო ქუთაისში 15 თებერვალს გამართული პრეზენტაციის ერთ-ერთი საკითხი. შეხვედრა ქუთაისის აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ინიციატივით ჩატარდა.
კორუფციის კუთხით თემის პრეზენტაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” უფროსმა ანალიტიკოსმა ლაშა სენაშვილმა წარადგინა.
“სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონიზაციამ და ციფრულ ვერსიაზე გადასვლამ რათქმაუნდა შეამცირა კორუფციის რისკი. თუმცა რამდენად შემცირდა და ვხვდებით თუ არა ისევ კორუფციის რისკებს ამაზე საუბარი ცოტა გაგვიჭირდება, რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს კორუფციის რისკებს პრევენცია. მაქსიმალური გამჭვირვალობა იქნეს უზრუნველყოფილი და საზოგადოებას მაქსიმალური წვდომა ჰქონდეთ იმ საკითხებზე , რაც მათ აინტერესებთ.” – ამბობს ლაშა სენაშვილი.
ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ ჩამოყალიბდება დავების საბჭო, სადაც ტენდერების პროცესში დარღვევების დროს საჩივრების შეტანა მოხდება და ამ საბჭოს ჩამოყალიბება ახალი ფორმით მოხდება. რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ შესყიდვების კანონში ღია ტენდერების წესის გამონაკლისების შემცირება უნდა მოხდეს, რათა უზრუნველყოფილი იქნას პირდაპირი (არაკონკურენტული) კონტრაქტების მთლიანი მოცულობის შემცირება.