15 თებერვალს, ლეიკემიის საერთაშორისო დღეს,

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლებს.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისათვის ნიღბების თეატრში სპექტაკლი მოეწყობა და მათ საჩუქრებიც გადაეცემათ.

ლეიკემია სისხლის ავთვისებიანი დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლის ტვინში ნორმალური სისხლის უჯრედების ნაცვლად ანომალური უჯრედები (სისხლის თეთრი უჯრედები) წარმოიქმნება. დაავადება ყველაზე მწვავედ ბავშვთა ასაკში ვითარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *