14 თებერვალს წმინდა ვალენტინის
დღე მსოფლიოს მრავალს ქვეყანაში აღინიშნება.
როგორც ცნობილია, ბევრ ქვეყანაში ვალენტინობა არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაულია.
ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა.
დღეს კი 14 თებერვალს, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულს, მხოლოდ პროტესტანტები ლუთერანულ და ანგლიკანურ ეკლესიებში აღნიშნავენ.
14 თებერვლის რომანტიკულ დღესასწაულთან ასოცირებას სათავე ჯეფრი ჩოსერმა შუა საუკუნეების მიწურულს დაუდო.