ქუთაისში ლია უკლებას ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
აღნიშნული გამოფენის სახელწოდებაა “გასვლა აკრძალულია”, რომელიც მუშა ქალებს ეძღვნება.
“ჩვენ ვშრომობთ, სახლში და საწარმოში.
საწარმოში შრომა არ გვათავისუფლებს ოჯახური მოვალეობებისგან.
ვზრდით შვილებს.
მხოლოდ ჩვენს მხრებზეა ემოციური პასუხისმგებლობები…
უმეტესობას დაგვავიწყდა რა არის ოცნება, რა არის პირადი სივრცე, საკუთარი ოთახი.
ჩვენზე ძალადობენ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, თუმცა ეს ჩვეული ყოველდღიურობაა და შესაბამისად ნაკლებად შესამჩნევი.
ჩვენს წინააღმდეგ არის კულტურა, რელიგია, ტრადიციები სახელმწიფო.
არ ვიცით რა არის კედლის იქეთ, რომელიც დიდი ხანია ამოგვიშენეს და ჩვენ ეს მოცემულობად მივიღეთ.
ჩვენ გვკლავენ, როცა ამ კედლის დანგრევას ვცდილობთ,”-ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.
გამოფენა 16 თებერვალს, 17:00 საათზე, გალერეა “ვარლაში” მოეწყობა.