“ინტერნიუსი-საქართველო,” ტელეკომპანია “მეგა TV” და რადიო “ძველი ქალაქი” ქუთაისის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტ-ბაკალავრებს იწვევენ ღონისძიებაზე
— ქუთაისის “ევროპული კაფე”: დათო ტურაშვილი ევროპული ღირებულებების შესახებ. ღონისძიება 1 მარტს, 15:00 საათზე ქუთაისში ტელეკომპანია “მეგა TV”-ს ოფისში გაიმართება მისამართზე, რუსთაველის #37ა,
ღონისძიება ტარდება პროექტის “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში” ფარგლებში, რომელსაც ინტერნიუსი-საქართველო ახორციელებს ინტერნიუსთან ერთად აშშ მთავრობის დაფინანსებით. პროექტის მიზანია გაზარდოს ხარისხიანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და განავითაროს დამოუკიდებელი მედია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა 2018 წლის 27 თებერვლის 18:00 საათამდე ელ.ფოსტით (shorena@internews.ge) პროექტის კოორდინატორ შორენა ქოჩიაშვილს უნდა მიაწოდონ გზავნილი, რომელშიც მითითებულია მონაწილის სახელი, გვარი, ტელეფონი და ელ. ფოსტა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეიძლება კოორდინატორთან ტელეფონით დაკავშირება (მობ: 598 404-401)