საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტომ ქუთაისში, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისათვის, მედია სემინარი ჩაატარა.
სააგენტოს წარმომადგენლებმა მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის ყურადღება მართვის მოწმობასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან, იარაღთან და სხვადასხვა სახის ცნობების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილეს.
“საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე სახის დისტანციურ მომსახურებას ვთავაზობთ. სააგენტოს სერვისები ელექტრონული მომსახურების მხრივაც დახვეწილია. ნებისმიერ მოქალაქეს, ჩვენი ვებგვერდისა და აპლიკაციის საშუალებით, შეუძლია მაქსიმალურად მიიღოს ინფორმაცია,”-განაცხადა შსს-ს მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე თინათინ ბიბილეიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს მასშტაბით თერთმეტ სტრუქტურულ ერთეულს აერთიანებს.