ქუთაისში, შარტავასა და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე გზის
საფარის განახლება მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, გზის საფარი სრულად აღდგება და განახლდება.
მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის განცხადებით, შარტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩის მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში ამორტიზირებული ქუჩის გამო გადაადგილების პრობლემა ჰქონდა.
,,რამდენიმე დღეში ამ ქუჩებზე სრულიად ახალი ასფალტის საფარი დაიგება,”-განაცხადა ყურაშვილმა.
აღნიშნული სამუშაოები ფანჯიკიძის ქუჩაზეც დაიწყო.