ახალგაზრდული ცენტრის მედიასკოლაში ჟურნალისტ ქეთევან ბერძენიშვილს უმასპინძლეს.
მედიასკოლის სტუდენტებს “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის ქუთაისის გენდერის მედია ცენტრის” დირექტორმა, რადიო “ძველი ქალაქის” პროგრამების დირეექტომა ქეთევან ბერძენიშვილმა ლექცია გენდერის საკითხებზე წაუკითხა. ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში, გენდერული სტერეოტიპები.
ქეთევან ბერძენიშვილმა მედიასკოლის მოსწავლეებს კატო მიქელაძის მღვაწეობის შესახებ უამბო და გაზეთზე “ხმა ქართველი ქალისა”, რომელიც 1917-18 წლებში ქუთაისში გამოდიოდა. მასში ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის საჭირო დასავლური გამოცდილება და ქართული პრობლემების შესახებ იყო საუბარი.
ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ისაუბრეს, აგრეთვე დაინტერესდნენ მოხდება თუ არა სტატუსის “მარტოხელა დედის” შეცვლა “მარტოხელა მშობლით”, რადგან არსებობენ მამები, რომელბიც ასევე მარტო ზრდიან შვილებს.
ქუთაისის ახალაზრდულ ცენტრში “მედიასკოლა” წლებია ფუნქციონირებს. სალექციო კურსის ფარგლებში მოსწავლეები ლექიებს პედგაოგების გარდა სხვადასხვა საინტერესო ადამიანების მონაწილეობით ისმენენ.