ზესტაფონში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიის
კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ეწყობა ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე და სკვერი.
სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 199 771 ლარია.