გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
უკანონო თევზჭერისა და ნადირობის ფაქტები გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საწირის ტბაზე ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, წყლიდან 5 ერთეული 100 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ამოღებული ბადეები დაილუქა. ბადეში გაბმული თევზები, დეპარტამენტის თანამშრომლებმა საბინადრო გარემოში დააბრუნეს.
სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყიბულის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.